Sunday, April 19, 2015

კურსის რეფლექსია

დღეს  დავასრულეთ მუშაობა  ტრენინგზე" პროექტებით მუშაობა. ეს იყო მართლაც საფუძვლიანი და სიღრმისეული შესწავლა, რომელმაც  უამრავ  კითხვაზე გაგვცა  პასუხი.
სხვადასხვა სახის პროექტებზე ადრეც გვიმუშავია, მაგრამ  ამ ტრენინგმა სულ  სხვა თვალით დამანახა როგორც საჭიროებები, ისე პრობლემის გადაჭრამდე მისასვლელი გზები.
     მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა ტრენერს,
     შევქმენით პორტფოლიო, სადაც ჩალაგებულია ყველა ის ნამუშევარი, რაზეც მთელი ერთი თვე ვიჯახირეთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეფექტურად გამოვიყენებთ და  სასურველ შედეგებზე გავალთ.
     მადლობა!..

Saturday, April 18, 2015

მერვე დღის რეფლექსია: პროექტებით სწავლების  მერვე დღეს შევისწავლეთ ფასილიტაცია. ფასილიტაციის ბიულეტენის  გაკეთება. რის გადმოცემა შეუძლია სურათს. შევისწავლეთ დაწყვილება  და ჯგუფების ავტომატური მშექმნა.კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო  უნარების განვითარებისათვის.იმედია ეს ყველაფერი დამეხმარება პროექტის შექმნაში. მადლობა ნათიას. 

Thursday, April 9, 2015

დღე მეშვიდე
დღეს ვისწავლეთ პროექტის გეგმის ჩეკლისტის რუბლიკების შექმნა და გამოყენება. თვითშეფასების  და შეფასების წარმოება კითხვების გამოყენებით, სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის გზების პოვნა . ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.

Sunday, March 29, 2015

დღეს შევისწავლეთ  ჩვენი პროექტისთვის სტანდარტების შემუშავება, ჩამოვაყალიბეთ სასწავლო ამოცანები, დავსვით ჩვენი თემისათვის შესაფერისი კითხვები, , გავაკეთეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი,  შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმა. ასევე ვისწავლეთ პოვერპოინტზე სხვა ფაილის ინტეგრირება.  გამოვიყენებ პროექტის შექმნასა და სასწავლო პროცესში.  

Saturday, March 28, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა, ვიმუშავეთ მესამე ლასის საგნობრივი სტანდარტების ამოცანებსა და მიზნებზე მორგება, ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება და გამოყენება. კარგია იმიტომ, რომ გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.